შუახევი ჰესი ერთი წელია ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

თბილისი (BPI) – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტი “შუახევი ჰესი” 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში და უკვე წელიწადზე მეტია, რაც წარმატებით, უსაფრთხოდ და ტექნიკური გამოწვევების გარეშე მუშაობს.

“შუახევი ჰესი” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ენერგოდეფიციტის პერიოდში. “შუახევი ჰესი” წარმოადგენს დღეღამური რეგულირების ჰესს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისთვის პიკური მოთხოვნის დროს ელექტროენერგიის მიწოდების პროცესში. “შუახევი ჰესი” გამომუშავებული ელექტროენერგიით ხელს უწყობს შიდა წარმოების ზრდას და ამავდროულად ქვეყნის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას.

“შუახევი ჰესის” მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განხორციელდა. კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” პროექტის მშენებლობის ეტაპზე წარმოადგენდა აჭარის რეგიონის უმსხვილეს დამსაქმებელს, რომელმაც 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

“შუახევი ჰესი” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8 მილიონი შეადგინა.

“შუახევი ჰესი”, როგორც მშენებლობის ეტაპზე გაცხადებული იყო პროექტის ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორების მიერ, ოპერირების ეტაპზე ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები მართავენ. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას.

ამავდროულად, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მიხედვით, სოციალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ოპერირების ეტაპზეც აგრძელებს.

“შუახევი ჰესი” წარმოადგენს ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს.

შემთხვევითი სიახლე

ვასილ ხოდელი: ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით

თბილისი (BPI) – საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიმართვის საფუძველზე პენსიონერთა სესხის …