შსს: დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უკანონოდ 2012 წლის მაისშია გადაღებული

თბილისი (BPI) – ქართველი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წლის მაისშია გადაღებული, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

შსს-მ გამოავლინენილი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველად ატვირთა და გაავრცელა. ამ ეტაპისთვის ბრალს მკვლელობისთვის იხდის. მან აღნიშნული კადრები მესინჯერით მოსკოვიდან მიიღო და სოციალურ ქსელში სომხეთიდან ატვირთა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი.

შემთხვევითი სიახლე

პროკურატურა ხაზარაძე/ჯაფარიძეს პასუხობს

თბილისი (BPI) – პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს. “საქართველოს …