შვეიცარიის კონფედერაციაში “ქართული ღვინის ფორუმი” გაიმართა

შვეიცარიის კონფედერაციის დედაქალაქ ბერნში, ფესტივალის “FERNWEH” ფარგლებში, “ქართული ღვინის ფორუმი” გაიმართა. აღსანიშნავია,რომ შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია და ის ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ღვინის ფორუმს, ბერნის მერი – ალეკ ფონ გრაფენრიდი დაესწრო და ქართული მეღვინეობის ისტორიას და ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილ ღვინოებს გაეცნო.

“დღეს გავეცანი საქართველოს, რომელსაც აქვს ქვევრში ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ტრადიცია და ისტორია, ასევე, სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილ ღვინოებს, რომელთაც აქამდე არ ვიცნობდი. მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ფორუმს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში”,
– აღნიშნა ქ.ბერნის მერმა.

შვეიცარიაში “ქართული ღვინის ფორუმი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration-ის მხარდაჭერითა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეის” და შვეიცარიაში „ქართული კულტურის ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია „ქართული ღვინის გალერეის” (GeoHaus GmbH) დამფუძნებელმა, ზვიად არაბიძემაც წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი გალარეა გაიხსნა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ქართველ ბიზნესმენ, ზვიად არაბიძეს ეკუთვნის.

ქ.ბერნში, ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ღვინოს.

ამასთან, ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო” ჩვენება გაიმართა

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …