შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშქარაძე კაკავამ ჩაანაცვლა

თბილისი (BPI) – შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ ლაშქარაძე ლევან კანკავამ ჩაანაცვლა. ფინანსთა სამინისტროს უწყებაში კანკავამ შს სამინისტროდან გადაინაცვლა, მინისტრის მოადგილის პოსტიდან.

ახალი ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკამოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი.

მან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით უწყება გააგრძელებს დაწყებული რეფორმების კურსს.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ლევან კაკავას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, 2017 წლის აგვისტოდან – 2017 წლის ნოემბრამდე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, გასულ წლებში, სხვადასხვა პოზიციაზე, მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორებს, რისკის ქვეყნებიდან, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, კარავში შეიყვანენ

თბილისი (BPI) –  კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რისკის ქვეყნებიდან შემოსულებს  საველე კარავში მოათავსებენ. ინფრასტრუქტურა სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ …