ყაზბეგის ტურისტულ ზონაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდებს ავიასაწვავით ABV ავიაცია მოამარაგებს

თბილისი (BPI) -კომპანია ABV ავიაციამ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმოს სერთიფიკატი მიიღო.

„ABV ავიაციის“ ავიასაწვავ-გასამართი საწარმო მომსახურებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოწყობილი მობილური საწვავგასამართი მოდულების მეშვეობით განახორციელებს. დაცული იქნება საწვავის ხარისხის, საავიაციო და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სამომავლოდ, კომპანია აპირებს აითვისოს ყველა საკურორტო ზონა სადაც ოპერირებენ ვერტმფრენები და სხვა მცირე ზომის საჰაერო ხომალდები.

საწარმოს ფუნქციონირებით, ტურისტულ ზონაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მოქნილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების პირველი პრეცენდენტი იქმნება. 

საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოთში მდებარეობს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჰაერო ხომალდების გამართვას JET A-1 ტიპის საწვავით განახორციელებს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით ადგილზე მომსახურებაზე მოთხოვნა, ყაზბეგის ტურისტულ ზონაში საჰაერო მიმოსვლის ზრდითაა განპირობებული.

“ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე ქართული და უცხოური ავიაკომპანია აქტიურად ოპერირებს ყაზბეგი-გუდაურის ზონაში “ჰელი-სქი” თუ ტურისტული ტურების მომსახურების გაწევის მიზნით. შესაბამისად, გაჩნდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავიასაწვავ-გასამართი საწარმოს ადგილზე ფუქნციონირების აუცილებლობა. ინდუსტრია შიდა ფრენების მიმართულებით აქტიურად ვითარდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების, ასევე ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტის და მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლებამ“- აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 …