ქურციკის აღდგენის პროექტისთვის – სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა

თბილისი (BPI) – საქართველო ქურციკის აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დღეისათვის, 70-ზე მეტი ჯეირანი შემოყვანილია აზერბაიჯანიდან და გაშვებულია საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, ქურციკის აღდგენის პროექტი 2013 წლიდან მიმდინარეობს.

ჯეირანის (ქურციკი) აღდგენის ღონისძიებები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე ხორციელდება. ჯეირანის აღდგენის პროექტის ფარგლებში, 13 თებერვლიდან, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

შემთხვევითი სიახლე

“კულა” ქართველების დაწუნებულ საწებელს ექსპორტზე უშვებს

თბილისი (BPI) –  ,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ …