ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტს ADB 92 მლნ-ით აფინანსებს

თბილისი (BPI) – ქუთაისი უწყვეტ წყალმომარაგებაზე, ეტაპობრივად, წლის ბოლოდან გადავა

სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა ამ დროისთვის დასრულების ეტაპზეა. ახალი ობიექტი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა და ქალაქი  უწყვეტ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა. პირველ ეტაპზე,   დამატებით  45 000 ადამიანი  24 საათიანი წყალმომარაგებით  დეკემბერში  იქნება უზრუნველყოფილი.  იანვარში უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის  65%,   თებერვალში 85 %, ხოლო მარტში ქალაქის 100 % ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში აშენდა რეზერვუარები – გოდოგანზე 2 ,  ხოლო მუხრანში 1 და 3 სატუმბი სადგური.  მოეწყო 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და შიდა გამანაწილებელი ქსელი (200 კმ).

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით  92 მილიონი ლარი მოხმარდა.

შემთხვევითი სიახლე

ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა – Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.88 ლარი გახდა

თბილისი (BPI) – Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი მყარდება. დილით ვაჭრობა $1/₾2.92-ით გაიხსნა. ამ დროისათვის 2.8800-ის ნიშნულზეა. …