ქუთაისის აეროპორტი 2012 წლიდან 2,054 მლნ მგზავრს მოემსახურა

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით 2 053 742 მგზავრს მოემსახურა.

მოგზაურებს დაბალბიუჯეტიან მომსახურებას რეგიონში მხოლოდ ქუთაისის აეროპორტი სთავაზობს.

ადგილმდებარეობით საკვანძო მნიშვნელობის აეროპორტი 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერთა შორისაა (საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან).

ამ დროისთვის მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება 7 გასასვლელი (ე.წ. Gate), საათში კი 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ლარის ზომაზე მეტად გაუფასურებას მინისტრი ნეგატიური მოლოდინებით ხსნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მტავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა …