ქობულეთში 180 ჰა-ზე მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება

თბილისი (BPI) – 0,5 მლრდ ლარის საინვესტიციო პროექტით ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება.

უმსხვილესი პირდაპირი ევროპული ინვესტიციის განხორციელება 180 ჰექტარზე დაიწყო.

პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები, ველობილიკი, სარბენი ბილიკი, დასასვენებელი ზონები და სათამაშო მოედნები.

ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში, სხვადსახვა ტიპის კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი, ვილები.

სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს.

მწვანე ქალაქის მშენებლობისას ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იქნება გამოყენებული. ტერიტორიაზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები განთავსდება.

მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს კომპანია „გრინ რეზორთი“ „ელ&ერ“ კომპანისთან პარტნიორობით ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …