ქართულ ეკონომიკაში უცხოური კაპიტალდაბანდება გაიზარდა

თბილისი (BPI) – ივლის-სექტემბერში ქართულ ეკონომიკაში 417.3 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ეს 13.7%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად მაჩვენებელი ბოლო 7 კვარტლის მაქსიმუმზეა.

პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა, მასზე მოდის ინვესტიციების 18.8%, მეორე ადგილზე ნიდერლანდი – 16.4%-ით, მესამეზე თურქეთი – 10.3%-ით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2019 წლის III კვარტალში 45.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96 მლნ დოლარს
მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23%-ია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ დოლარით, მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ დოლარით.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს …