ქართულ ბანკებს ქალის ხელი აკლია – სებ-მა ასე გადაწყვიტა

თბილისი (BPI) – “ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს min -20% (არანაკლებ 1 წევრი) უნდა შედგებოდეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან”,- სებ-ის  კიდევ ერთი რეგულაცია ბანკის აქციონერს ქალების დაქირავებას ავალდებულებს.

80/20% ბალანსს კორპორაციული მართვის კოდექსი ივალისწინებს და  წლის ბოლომდე საბჭოში  ყველა ბანკს თითო-თითო ქალი უნდა ჰყავდეს.

სისტემურ ბანკებში ბალანსი დაცულია თიბისი ბანკის სამეთვალყურო 6 წევრიანი საბჭოში 2 ქალია – ცირა კემულარია და ლუიზა ჩიკონიანი ასევე საქართველოს ბანკის 8-წევრიანში 2 – ჰანა ლოკაინენი და ვერონიკ მაკქეროლი  

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს …