ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა VIV MEA 2021-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა „VIV MEA 2021”-ში მიიღეს მონაწილეობა.  „VIV Asia“ გახლავთ ყველაზე დიდი გამოფენა ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, რომელიც ეძღვნება მეცხოველეობასთან, მეფრინველობასა და ვეტერინარიასთან დაკავშირებულ ყველა სექტორს. ხსენებულ გამოფენაში გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანიები ტრადიციულად იღებენ მონაწილეობას. წელს აღნიშნული გამოფენა გაიმართა ქ. აბუ-დაბიში, სახელმწოდებით „VIV MEA 2021”. სასიხარულოა, რომ მასში მონაწილეობა მიიღო სამმა ქართულმა კომპანიამ, კერძოდ, „Invet Group – Animal Health Care“, „Biotecsi“ და „Nutrimax“-მა.
ა.წ. 24 ნოემბერს, ქართული კომპანიების სტენდები საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა პ. კალნდაძემ მოინახულა.

შემთხვევითი სიახლე

ვითიბის და VISA -ს Black Friday ქეშბექ აქცია

26-28  ნოემბერს, იშოპინგეთ ვითიბის VISA ბარათით, ამერიკის შერჩეულ ონლაინ მაღაზიებში და დაიბრუნეთ 20% ქეშბექი. აქციაში …