ქართული თაფლის 100 ნიმუშიდან 9-ში დარღვევაა

თბილისი (BPI) – ქართული თაფლის 100 ნიმუშიდან 9-ში დარღვევაა. აღმოჩენილია ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი.

რეგიონების მიხედვით დარღვევები გამოვლინდა აჭარაში – 3, სამეგრელო – 2, თბილისი – 1, რაჭა – 1, კახეთი – 1.

მონაცემები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. სულ სააგენტომ 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში გადააგზავნა.

ლაბორატორიული კვლევის მიზანი თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების დადგენაა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებს თაფლის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, მათ ინფრასტრუქტურას, იღებს თაფლის ნიმუშებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, გასულ წლებთან შედარებით 2019 წელს დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეფუტკრე ფერმერებთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგია – პრეპარატების გამოყენების წესებთან დაკავშირებით ჩატარდა ტრენინგები, მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვებ რაოდენობებსა და, ზოგადად, აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა. ის უხელმძღვანელებს საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს. …