ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 2020 წლის 5 თებერვლის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა.

2019 წლის 11 მარტიდან მას ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა, 2016-2018 წლებში იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2013 წლიდან 2019 წლის მარტამდე იყო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე.

2004-2013 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

შემთხვევითი სიახლე

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს. COVID-19-ის …