უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მცირდება

თბილისი (BPI) – თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, 2019 წლის მესამე კვარტალში გაყიდვები შემცირებულია. 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რეალიზებული ბინების რაოდენობა -11.9%-ით, ჯამური ფართი -11.4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კლებისა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 2017 წელთან შედარებით საგრძნობლად მაღალია.

კვლევიდან ვგებულობთ, რომ ლარის გაუფასურებამ საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ.

მესამე კვარტლის მანძილზე საპროცენტო განაკვეთები ლარში გაიზარდა. თუმცა, მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების გაცემების ზრდა, რასაც ეროვნული ბანკის მიერ ვალუტაში სესხებზე სარეზერვო მოთხოვნის დაწევა და გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია შეუწყობს ხელს.

2019 წლის 9 თვის მანძილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი. სულ გაცემულია 149 ახალი ნებართვა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.

წლის დასაწყისიდან საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დოლარში -4%-ით არის შემცირებული, ხოლო ლარში 6.6%-ით არის გაზრდილი, რაც ვალუტის გაუფასურებით აიხსნება.

შემთხვევითი სიახლე

ბანკებს სესხებზე შემოსავლიანობა შეუმცირდა, 2019 წელს – ზრდა 2.4-ჯერ ნაკლებია

თბილისი (BPI) – ბანკების შემოსავლების ზრდის ტემპი დაეცა. 2019 წელს 7%Y.Y ზრდაა, 2018 წელს იყო …