უცხოური ინვესტიციები მინუსებშია

თბილისი (BPI) – ქართულ ეკონომიკაში 2019 წლის II კვარტალში უცხოელმა ინვესტორებმა მხოლოდ 187 მლნ დოლარი ჩადეს, ეს მაჩვენებელი 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 53.7%-ით ჩამორჩება.

საქსტატი შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას ასახელებს.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია 31.1%-ით, მეორე ადგილს თურქეთი იკავებს 19.2%-ით, მესამე პოზიციაზე კი აშშ მოხვდა 14.7%-ით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 69.6% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ დოლარს
მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34%-ია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ დოლარით, მესამეზე –
სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ დოლარით.

შემთხვევითი სიახლე

ლარი ინტერვენციებს არ გაუმყარებია და ვერც გააუფასურებს , კობა გვენეტაძის განმარტება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  კობა გვენეტაძეს ამბობს, რომ სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ლარის …