უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ეს მედიკამენტი, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დარეგისტრირდეს – “როშ ჯორჯია”

თბილისი (BPI) – ფარმაცევტულ კომპანია Roche-მ სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალო მედიკამენტი  – რისდიპლამი შექმნა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩდა. მსოფლიო ბაზარზე რისდიპლამის  გამოჩენამ საქართველოში სკა-თი დაავადებული ბავშვის მშობლებს  იმედი გაუჩინა. თუმცა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მათთვის „რისდიპლამი“-ს შეძენა ფინანსური თვალსაზრისით სირთულეს წარმოადგენს, რადგან  ინოვაციური  მედიკამენტები ყოველთვის საკმაოდ ძვირადღირებულია.

კომპანია „როშ ჯორჯიას“  წარმომადგენლობითი ხელმძღვანელი საქართველოში მაკა ასათიანი აცხადებს, რომ კომპანია მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ რისდიპლამი საქართველოში ფიზიკურად და ფინანსურად მალე ხელმისაწვდომი გახდეს.

„კომპნია „როში“ 1998 წლიდან არსებობს საქართველოში და ის ინოვაციური მედიკამენტები, რომელსაც კომპანია აწარმოებს მთელ  მსოფლიოში, ხელმისაწვდომია პაციენტებისთვის საქართველოშიც. ჩვენ ვზრუნავთ,  ინოვაციური და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტები გავხადოთ ხელმისაწვდომი როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურად პაციენტებისთვის. რაც შეეხება ახალ მედიკამენტს – რისდიპლამი, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე გამოჩნდა სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ, რადიკალურად შეცვლის პაციენტების ცხოვრების ხარისხს.ა ვიცით, როგორ მოუთმენლად ელოდებიან საქართველოში სკა-ს დიაგნოზის მქონე ადამიანები აღნიშნულ მედიკამენტს. ,“ – განმარტავს მაკა ასათიანი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ხდება დოკუმენტაციის მომზადება რაც საჭიროა საქართველოში მედიკამენტი რეგისტრაციის პროცესის დასაწყებად.  რეგულაციის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპზე არანაირ სირთულეს და ბარიერს ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, საქართველოს არსებული კანონმდებლობა ხელს უწყობს სწრაფ რეგისტრაციას  თუ მედიკამენტი აღიარებულია ამერიკის ან ევროპის წამლის სააგენტოების მიერ.

„ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის მზად გვექნება  სარეგისტრაციო დოკუმენტაცია  და   ოქტომბრის დასაწყისში შევიტანთ რეგულაციების სააგენტოში. მედიკამენტის რეგისტრაციის პროცესს დაახლოებით 3 თვემდე სჭირდება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ  წლის ბოლომდე  აუცილებლად დასრულდება რეგისტრაცის პროცესი“  – აცხადებენ „როშ ჯორჯიაში“.

შემთხვევითი სიახლე

“შერატონში“ ტონინო ლამბორგინის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

თბილისი (BPI) – სასტუმრო „შერატონში“ იტალიური ბრენდის – ტონინო ლამბორგინის (Tonino Lamborghini) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. …