ტურიზმის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ჩართულობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა “ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ იმსჯელეს, რომელიც 6 ძირითად თემას მოიცავს:

ტურისტული გიდები;

ტურისტული საქმიანობის რეგისტრაცია;

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ტურიზმის კანონით სამოგზაურო პაკეტის და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ დირექტივა და მისი ასახვა კანონპროექტში;

მაღალი რისკის ტურისტული საქმიანობების რეგულირება;

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO);

ტურიზმის ცალკეული სახეობების (მიმართულებების) რეგულირების მიზანშეწონილობა

ღონისძიების მონაწილეებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ტურიზმის სფეროს კერძო სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …