ტურიზმის სექტორის 10-პუნქტიანი გეგმა – პასუხი რუსულ სანქციებს

თბილისი (BPI) – სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის ინიციატივით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმა დასახეს იმის შესახებ, თუ როგორ პუნდა იმოქმედოს ქართული ტურიზმის სექტორი რუსული ავიასანქციების ფონზე. დისკუსიის მობაწილეებმა 10-პუნქტიანი გეგმა დაწერეს, რომელსაც თავის მხრივ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დღევანდელ შეხვედრაზე გააცნობენ.

გეგმა ასეთია: 1. ბაქოდან და ერევნიდამ თბილისის მიმართულებით დაინიშნოს შატლი; 2. ჩარტერული რეისების სუბსიდირება; 3. საგადასახადო შეღავათები სექტორს; 4. დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური მუშაობა; 5. ტურ-ოპერატორების პიარ-კამპანიების გააქტიურება; 6. საზღვარზე პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებითვირანელი და ინდოელი ტურისტების პრობლემების მაგალითზე; 7. booking.com-თან შეღავათებზე და ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე (მათ ცალკე ქვეყნად აქვთ მითითებული აფხაზეთი) მოლაპარაკება; 8. შიდა ტურიზმზე მუშაობის გაძლიერება; 9. Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა და ძიების სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესება; 10. მეტი ცნობადი სახეების მოწვევა საქართველოში. ამ ჩამონათვალს კერძო სექტორი დღეს ეკონომიკის მინისტრს გააცნობს.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …