ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში “ტურიზმის გავლენის მოდელი“ ინერგება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე სლოვენიაში საერთაშორისო ფორუმს „ტურიზმი, დიჯიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“ დაესწრო. ფორუმზე ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის პილოტაჟზე ისაუბრებს, რომელიც ევროკომისიის დაფინანსებით საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ინერგება.

პროექტი, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის – მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი  განვითარების სტრატეგიებისთვის“, ეხება ტურიზმის დანიშნულების ადგილის (destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცამების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამისათვის პროექტი იყენებს ციფრულ ხელსაწყოს სახელად „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ. სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან – 2021 წლის ნოემბრამდე.

პროექტის ფარგლებში ტურიზმის გავლენის შეფასება ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი თუ ურბანული ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.

ინდუსტრია 4.0-ის  ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია დიდი მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რისი გამოყენება ტურიზმის სფეროს უფრო სიღრმისეული სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული მიდგომა მდგრადი სტარატეგიებისა თუ ბიზნეს მოდელების შემუშავებას დაეხმარება, რაც ერთის მხვრივ თანამედროვე ტურიზმით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან უკეთესად გამკლავების, მეორეს მხრივ კი ხშირი მოგზაურებისა და ახალი ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

საერთაშორისო ფორუმს ევროკომისიის, საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებიდან, კერძო სექტორიდან და აკადემიური სფეროდან პროექტში ჩართული უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …