ტერაბანკი უვადო ბონდების გამოშვებას გეგმავს

თბილისი (BPI) – კაპიტალის ბუფერის შესაქმნელად ტერაბანკი წელს უვადო ბონდების გამოშვებას და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სუბორდინირებელი სესხის მოზიდვას გეგმავს.

ტერაბანკის აქტივებმა 2019 წელს 1 მლრდ ლარს გადააჭარბა, მოგებამ 20 მლნ-ს. საცალო სეგმენტზე ბანკის დეპოზიტები 33%-ით (92 მლნ ლარით) გაიზარდა.

პოზიტიურია მომგებიანობის პარამეტრები, ROE — 15%, ROA კი — 2,04%. ორივე პარამეტრით ტერაბანკი 10 უმსხვილეს ბანკს შორის მეოთხე ადგილზეა. 84 მლნ ლარით გაიზრადა ბანკის სტრატეგიული მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი.

2019 წელს ბანკმა ფიზიკური პირებისთვის მობაილბანკი განაახლა და ის უფრო მრავალფუნქციური გახდა. პირველი ანალიტიკური ტერა ბოტი მომხმარებლებს ფინანსურ ასისტენტობას უწევს. ბანკის ცნობით, 2019 წელს დისტანციურად განხორციელებული ტრანზაქციების წილი 83%-ს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების დანერგავს განაგრძობს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. ბანკმა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წელი …