“სფეისი” visa ბარათებს არიგებს

თბილისი (BPI) – ნეობანკი -სფეისი  მომხმარებლებს ბარათების მიწოდების ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. მოპედით, რომელსაც ნეობანკის ე.წ. „პილოტი“ მართავსენ.

ამ დროისთის სფეისის პროდუქტებია  მომენტალური სესხი, ბარათებს შორის გადარიცხვები, კომუნალური გადახდები და საბანკო ბარათები.

“მომხმარებელთა გამოცდილება ნეობანკ სფეისის მთავარი პრიორიტეტია. თავს ყოველდღიური საბანკო სერვისების ინოვაციების ლაბორატორიად მივიჩნევთ და  კომპანია Visa-ს მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა.

”ვამაყობთ, რომ  საქართველოში და კავკასიის რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკის – სფეისის პარტნიორები ვართ და მომხმარებელს ერთად ვთავაზობთ ყველაზე ინოვაციურ, საიმედო და უსაფრთხო ციფრული გადახდის შესაძლებლობას. ეს თანამშრომლობა ბარათების მიწოდების ახალ სერვისთან ერთად მოგვცემს შესაძლებლობას უფრო მეტ მომხმარებლებს შევთავაზოთ მოსახერხებელი გადახდების შესაძლებლობა და დაგვეხმარება საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად ვაქციოთ გადახდების სფეროში ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით” –  განაცხადა ვერა პლატონოვამ(Visa-ს უფროსი ვიცე‑პრეზიდენტი, დსთ–ს და სამხრეთ-ევროპის ქვეყნების (CISSEE) რეგიონული ქვედანაყოფის დირექტორი).

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …