სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდის რეგულაცია ამოქმედდება

თბილისი (BPI)- სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულატციების შედეგად, მომხმარებელთა და ბიზნეს სექტორის ინტერესთა გათვალისწინებით მიღწეულ იქნა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ცნობით, პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ საშუალება მოახდინონ მათი რეალიზება.

ინტენსიური კომუნიკაციის ფორმატში მოხდება კომპანიებისათვის რეკომენდაციების გაცემა და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინი) სრულყოფა და არსებულის დაზუსტება.

გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მხარეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, რათა ბიზნეს სექტორს არ შეექმნას პრობლემა ბაზარზე ოპერირებისას და მაქსიმალურად იქნეს დაცული მომხმარებელთა ინტერესი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის და მის აპარატის აქტიური ჩართულობით მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ბიზნეს სექტორის და მომხმარებელთა ინტერესი, რაც ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ეფექტურად იმპლემენტაციის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …