სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო და საბითუმო ობიექტებს ამოწმებს

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა  ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირება განხორციელდა  7 ობიექტში.   შპს „ახალ ხორცში” დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული  ნიშანდების გარეშე  რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით  განადგურდა, ხოლო შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები” ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები  ასევე ამოწმებენ აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი  HACCP-ის სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას”( აღნიშნულ ობიექტს არაფერია აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან”) შეუჩერდა აღიარება.

 

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …