სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა

თბილისი (BPI) – საპენსიო სააგენტოს გენერალურ დირექტორს თანამდებობის დატოვება სურს.

5 წლის ვადით არჩეული ლევან სურგულაძე რეფორმას წარმატებულს უწოდებს.

“მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის განცხადებით, რომ 16 იანვრიდან დავტოვო თანამდებობა”, -აღნიშნა სურგულაძემ.

იგი ამბობს, რომ თუ საბჭო ითხოვს მის დარჩენას მზადაა გეგმებზე უარი თქვას და იმ ვადით დარჩეს სააგენტოში რა ვადითაც საჭირო იქნება.

შემთხვევითი სიახლე

საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა. ის უხელმძღვანელებს საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს. …