სტარტაპების მიმართულებას საქართველოს ბანკში ვახო ვახტანგიშვილი იხელმძღვალებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ინოვაციების და სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტს სტარტაპების მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობა ვახო ვახტანგიშვილმა დაიკავა.

ის საქართველოს ბანკის გუნდს LEAVINGSTONE-იდან შეუერთდა, რომელიც წარმატებული ციფრული კრეატიული სააგენტოა. კომპანიაში ის  აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.  ვახოს   ციფრული ინდუსტრიისა და ინოვაციების მიმართულებით 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ვახო ვახტანგიშივილმა, LEAVINGSTONE-ის გუნდთან ერთად, სარეკლამო ინდუსტრიის “ოსკარის” – კანის ლომის საქართველოში ჩამოტანა ორჯერ  შეძლო. ვახოს განათლება მიღებული აქვს ESM -ში, ამიერიდან კი ის  საქართველოს ბანკში სტარტაპების განვითარებაზე იზრუნებს.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლევან კობახიძეს იმ თავდადებისა და უდიდესი წვლილისთვის, რაც კომპანიის განვითარებაში, წინსვლასა და სულ სხვა საფეხურზე აყვანაში შეიტანა! მოხარული ვარ, რომ ბანკს აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს მაღალკვალიფიციური კადრი, მიმაჩნია, რომ ვახოს მოაქვს მნიშვნელოვანი გადმოცდილება. მისი ხედვა და ინოვაციურობა  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკვე არსებული და ასევე ახალი პროდუქტების კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და სამომავლო განვითარებაში. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს. დარწმუნებული ვარ. რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციების და სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ანდრო რატიანმა.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ

თბილისი (BPI) – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ …