სტამბოლის ახალი აეროპორტი ათათურქის აეროპორტიდან კოდს – IST მიიღებს

თბილისი (BPI) – სტამბოლის ახალი აეროპორტი მარტის ბოლოდან სრული დატვირთვით ამუშავდება. თუმცა მანამდე, აეროპორტ “სტამბოლისთვის” IATA-ს მიერ მინიჭებული კოდი – ISL-ი IST-ით ჩანაცვლდება, რომელიც ამ დრომდე სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის კუთვნილება იყო.

Turkish Airlines-ის საიტზე ავიაბილეთების ონლაინ დაჯავშნა-შეძენის სისტემაში 1-ელ მარტამდე დაგეგმილ სტამბოლი-თბილისის ავიარეისების ნაწილზე ISL კოდი ჩანს, თუმცა 1-ელი მარტის შემდეგ დაგეგმილ ავიარეისებზე, გარდა საბიჰა გოგჩენის (SAW) აეროპორტისა, ყველა რეისი IST კოდითაა აღნიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, “სტამბოლის” დროებითი კოდი ISL, სამომავლოდ ათათუქრის სახელობის აეროპორტს მიენიჭება, თუმცა მისი სერვისით მგზავრები უკვე ვეღარ ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მესამე აეროპორტი “სტამბოლი” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები რამდენიმე კვირის უკან დაიწყო. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ათათურქის აეროპორტიდან ყველა ავიარეისი აეროპორტ “სტამბოლში” 31 მარტამდე გადამისამართდება. თავად ათათურქი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სატვირთო და სამთავრობო ბორტებზე იქნება ორიენტირებული. “სტამბოლის” აეროპორტში დაგეგმილი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შემდეგ კი ათათუქრის აეროპორტი ფუნქციონირებას შეწყვეტს.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …