სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4,6%-ზე უნარჩუნებს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს 4.6%-ის დონეზე.

ფონდის წლიური ინფლაციის მაჩვენებელს წლის ბოლოსთვის 5.4%-ზე ვარაუდობს. “ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტიან ზრდას) 2020 წელს მიუახლოვდება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ 2019 წელს 2%-ული პუნქტით შემცირდება, მშპ-ს 6%-მდე. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით გამოწვეული დაძაბულობის გამო, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოფრთხილება მნიშვნელოვანია მომავალში
პოტენციური შოკების ზეგავლენის აღმოფხვრისთვის”, – ნათქვამია სსფ-ს გავრცელებულ რელიზში.

შეგახსენებთ, რომ 11-17 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა და სტრუქტურული რეფორმების
კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება.

„საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი მყარია. ნაკლებად ხელშემწყობი საგარეო ეკონომიკური გარემოს საგარეო ვითარების მიუხედავად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი იყო, დაახლოებით 5%-ის ოდენობით. აგვისტოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი (4.9% წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) ასახავს აქციზის გადასახადის მატებას, საკვების ფასების ზრდას და ლარის გაუფასურებას.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოსალოდნელზე
მაღალმა ზრდამ პოზიტიური წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის
შემცირებაში, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების შეზღუდვის შედეგად
ტურისტული შემოდინებები მოსალოდნელზე ნაკლები იყო. იმპორტი შემცირდა, რაც
განპირობებული იყო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული იმპორტის
კლებით, საწვავის საერთაშორისო ფასების კლებით და კრედიტის გაცემის გამკაცრებული
პირობებით. კერძო სექტორის დაკრედიტება მდგრად დონეზე ნარჩუნდება, ბიზნეს სესხებისა
და ლარის იპოთეკური სესხების ზრდის ფონზე”, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …