სსფ ენერგობაზრის რეფორმაში პროგრესს ხედავს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი სსფ-ს მისიის ხელმძღვანელტან შეხვედრით კმაყოფილია. ნათია თურნავამ მერსედეს ვერა-მარტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დამაიმედებლად აფასებს.

„აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდის მისიის წევრებისგან კარგი შეფასება მივიღეთ,“ – განაცხადა თურნავამ.

ასევე აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებისას პირველად აღინიშნა, ენერგობაზრის რეფორმირებაში არსებულ პროგრესზე. “ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში 1-ელი მაისიდან ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პირველი ეტაპი ამოქმედდა, რამაც მსხვილი სამრეწველო მომხმარებლების ნაწილს  ელექტროენერგიის  საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მისცა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ასევე ხაზი გაესვა ტენდენციას, რომლის თანახმადაც მცირე ჰიდროსადგურების ინვესტორები მთავრობისგან გარანტირებული შესყიდვის ტარიფის მოთხოვნას აღარ იყენებენ.

„ისინი ენდობიან ბაზრის დერეგულირებას, ენერგეტიკის ახალ ბაზარს და საკუთარ საინვესტიციო პროექტებს საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობით ავითარებენ. ენერგეტიკის რეფორმის ასეთი შედეგები სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები

შემთხვევითი სიახლე

3-წლიანი პატიმრობა – სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო

თბილისი (BPI) – ევროპულის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 …