სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში   „ საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და  USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“     მხარდაჭერით მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო  „საქართველოს უნივერსალური ჯგუფი“ გაიხსნა.
საწარმოს მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ,,საპარტნიორო ფონდის““ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო. საწარმო ოფიციალურად გახსნეს  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, USAID/საქართველოს მისიის  დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა,   პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა, გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“  ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ.
პროექტის განხორციელებით USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ და  „სტარტაპ საქართველო“ ხელს უწყობენ საქართველოში ეკოლოგიური გარემოს  გაუმჯობესებას, მეორადი საავტომობილო ზეთების, მათ შორის ძრავის, ჰიდრავლიკისა და გადაცემათა კოლოფის ზეთების მაღალ ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესს, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.
ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელიც ინოვაციური „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით გადაამუშავებს მეორად ზეთს და აწარმოებს 4 ტიპის სხვადასხვა პროდუქტს (დიზელის საწვავი, მაზუთი/ბიტუმი თხევადი ფრაქციით, მაღალ-ოქტანური ბენზინი და მეთანის გაზი). წარმოებისთვის გამოყენებული იქნება ადგილობრივი ნარჩენები და რეალიზაციის ძირითადი ბაზარი  საქართველო იქნება. საწარმოში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს .
„დღეს გაიხნა რეგიონისთვის და ზოგადად  საქართველოსთვის პირველი მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავამუშაოთ მეორადი საავტომობილო ზეთები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე რომ გარემოზე მავნე ზემოქმედება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული. სწორედ აღნიშნული ტიპის გადამამუშავებელი  საწარმოები არის ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთერთი მთავარი ფაქტორი .მოხარული ვარ რომ კერძო სექტორი სახეწლმწიფოსა და USAID-თან ერთად ქმნის ასეთი ტიპის საწარმოს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რაც ვფიქრობ სტიმულის მიმცემი იქნება ამ დარგის სამომავლო განვითარებისთვის საქართველოში“-აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ.
2019-2021 წლებში ,,საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის “ზრდა საქართველოში“  პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ სამ მილიონ  ლარამდე შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …