სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მოჭრილი ყვავილებიუკანგაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთისრესპუბლიკიდან შემოტანილი 10 000 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილები იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთანშეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, მცენარეებზე აღინიშნებოდა მავნე მწერების დაზიანება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარაგამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნებას.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს გავლით SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

საქართველოს გავლით აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც SOCAR-ში განმარტავენ, „სამხრეთის …