სოკარი – მერსედესის ტრაგედიაზე

თბილისი (BPI) მერსედესის ამ ულამაზეს მოდელს ტრაგიკული ისტორია აქვს. ლე მანის 24 საათიანი რბოლისას მომხდარი უბედური შემთხვევისას, მან ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა

1954 წელს გამოშვებული 6 ცილინდრიანი მერსედეს 300SL გალვინგი (Gullwing – თოლიას ფრთა) 250 კმ/სთ ავითარებდა და გაყიდვების დღიდან პოპულარობით სარგებლობდა. შეძლებული ავტომოყვარულები გალვინგის ყიდვას ერთმანეთს ასწრებდნენ.

ორიგინალური ფორმის კარები ვიზუალური სილამაზით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ არაპრაქტიკული იყო, ამიტომ მწარმოებლებმა 1957 წელს კარის დიზაინის შეცვლამდე, მხოლოდ 1400 SL კუპე გამოუშვეს.

მანქანის სპორტული, სარბოლო ვერსიის წარმოება 1952 წელს დაიწყო და 3 წელიწადში ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრაგედიის მონაწილე გახდა.

იაგუარის მძღოლმა, მაიკ ჰოსორნმა ოსთინ-ჰილის მძღოლ ლენს მაკლინს ჩაუჭრა, რომ პიტ-სტოპში შეესწრო. მაკლინი ამის გამო მერსედესის და მისი მძღოლის, პიერ ლევექის გზაზე გადავიდა. ლევექმა მანევრირება ვეღარ მოახერხა, 200 კმ/სთ სიჩქარით ოსთინ-ჰილის დაეჯახა, ჰაერში აფრინდა და დამცავ შემაღლებას დაასკდა, რის შედეგადაც აფეთქდა. დიდი ზომის ალმოდებული ნამსხვრევები სხვადასხვა მიმართულებით გაფრინდა, მათ შორის მაყურებლების ერთ-ერთი ტრიბუნისაკენ. შედეგად მერსედესის მძღოლი და 83 მაყურებელი დაიღუპა, 180-ზე მეტი კი დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერსედესის ბრალეულობა ოფიციალურად არასდროს დამტკიცებულა, მერსედეს-ბენცმა 1989 წლამდე ავტოშეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარი თქვა

შემთხვევითი სიახლე

2019 წლის ბათუმური სეზონის სიახლე

თბილისი (BPI) -წელს პირველად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას და ბანაობას. ბათუმის …