სიახლეები ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლებისთვის

თბილისი (BPI) – ლიბერთის განახლებულ ინტერნეტ და მობაილ ბანკში საბანკო ოპერაციების შესრულება კიდევ უფრო გამარტივდა და დაემატა ახალი ფუნქციები, რომლებიც ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ბანკში ვიზიტის გარეშე:

• დაგროვებად ანაბარზე დაამატოს თანხა
• ჩართოს/გამორთოს სასესხო შეთავაზებები
• გახსნას ვადიანი ანაბარი სახლიდან გაუსვლელად

ლიბერთის მომხმარებლებს ამიერიდან დაგროვებად ანაბარზე თანხის შესატანად აღარ დასჭირდებათ ბანკში ვიზიტი. თანხის დამატების ღილაკი „ანაბრების“ დეტალების გვერდზე, უკვე გაძლევთ საშუალებას დაგროვებად ანაბარზე შეიტანოთ თანხა ერთჯერადად, ან ჩართოთ ავტომატური გადარიცხვა და სასურველი სიხშირით შეავსოთ თქვენი ანაბარი. ფუნქცია მობაილ ბანკშიც მალე გახდება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ და მობაილ ბანკში სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ვადიანი ანაბარის სახლიდან გაუსვლელად გახსნის ფუნქციაც.

რაც შეეხება სასესხო შეთავაზებების ჩართვა-გამორთვის შესაძლებლობას, ფუნქცია კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ლიბერთის მომხმარებელმა საკუთარი ფინანსების შესახებ გადაწყვეტილება დისტანციური არხით დააფიქსიროს. ლიბერთი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, იზიარებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპებს და სასესხო შეთავაზებების დასამუშავებლად სრულ თავისუფლებას აძლევს საკუთარ მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მომხმარებელი თავად მოისურვებს შეთავაზებებით სარგებლობას, შეუძლია მარტივად – ინტერნეტ ბანკის პარამეტრების გვერდზე, დამატებითი სერვისების კატეგორიაში გაიაქტიუროს სერვისი. გააქტიურების შემთხვევაში, ბანკს ექნება შესაძლებლობა დისტანციურად შესთავაზოს მასზე მორგებული, კონკურენტუნარიანი საკრედიტო პროდუქტები.

ლიბერთის დისტანციური სერვისები: www.365.ge

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

შემთხვევითი სიახლე

“ნიბა” რძის წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად ადგილობრივი …