სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 8.8%-ითაა გაზრდილი

2021 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 209.7 მლნ აშშ დოლარი (653.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.8%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

2021 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი (91.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის სექტემბრის (25.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.6%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …