სეულში რობოტები რობოტული ტექნოლოგიების მუზეუმს ააშენებენ

თბილისი (BPI) – თურქულმა არქიტექტურულმა კომპანია Melike Altinisik Architects-მა (MAA) სეულის მტავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც რობოტული ტექნოლოგიების მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს.

Design Boom-ზე პროექტის კონცეპტუალური დიზაინი უკვე გამოქვეყნებულია.როგორც ირკვევა, მუზეუმის მშენებლობა 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს.მუზეუმის მშენებლობაზე ადამიანურ რესურსთან ერთად გამოყენებული იქნებიან ასევე რობოტები.

მუზეუმი მთლიანობაში 6.5 ათას კვ/მზე იქნება გადაჭიმული.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …