სემეკს, ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

თანამშრომლობის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელება, აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მემორანდუმის მიზნების მისაღწევად მხარეები, კომპეტენციების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფენ მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების ერთობლივ განხორციელებას.

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …