სემეკმა 2022 წლის პირველ სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა

სემეკში 2022 წლის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიამ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საკითხების უმრავლესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს და გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების ვადებს. ასევე სხვა ტექნიკურ საკითხებს.
კომისიამ განიხილა საკითხი “ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 22 თებერვალი, ხოლო აქტის გამოცემის ვადად – 28 თებერვალი.

შემთხვევითი სიახლე

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს …