სემეკის გადაწყვეტილებით, თელმიკოს „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნათა დარღვევისათვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა

სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ (თელმიკო) „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნათა დარღვევისათვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა.
📑გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის პერიოდის ცვლილების თაობაზე „თელმიკომ“ არ უზრუნველყო მომხმარებლის ოფიციალური ინფორმირება.
⏩მიმდინარე წლის თებერვალში, „თელმიკოს“ წინააღმდეგ განცხადებით სემეკს მიმართა მომხმარებელმა, რომელმაც საჩივარში მიუთითა, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის ცვლილების, კერძოდ, გადახდის ვადად ქვითრის მომზადებიდან არანაკლებ 15 კალენდარული დღის განსაზღვრის შესახებ მას სმს შეტყობინება არ ჰქონდა მიღებული, რაც წარმოადგენს კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევასა და უფლების ბოროტად გამოყენებას.
➡️„თელმიკოს“ დაევალა მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი …