სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი რეგულაციის შერბილებაზე საზოგადოებას FB-ით ჩაერთვება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებაზე სამშაბათს განაცხადებს. რაც გულისხმობს გამსესხებლებისთვის ადმინისტრაციული ტვირთის შემირებას.

შემცირდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრული ოდენობა. ძირითადი პრინციპის შენარჩუნებით, –  სესხის გამცემმა მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც გაუჭირდება.

სებ-ს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გამო საზოგადოებას ელექტრონულად შეატყობინებს.

ეროვნული ბანკის ვიცე – პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა, ხვალ, სოციალურ ქსელ Facebook – ის საშუალებით, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და უპასუხებს პირდაპირი ჩართვის დროს დასმულ შეკითხვებს.

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე – fb.com/NationalBankofGeorgia/ პირდაპირი ეთერი 17 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზა” ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “17 სექტემბერს ქუთაისში, …