სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.690 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.841 პროცენტით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

როგორ შევარჩიოთ წვრილი ტექნიკა სახლისთვის?

ბევრი ჩვენგანისთვის სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება არა მხოლოდ ყოველდღიური მოვალეობა, არამედ საყვარელი პროცესიცაა, რომლის …