საწარმო თაფლის კვლევებისათვის საჭირო პორტატული ლაბორატორიით აღიჭურვება, რომლის ბიუჯეტიც 87 250 დოლარია

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის, 87 250 აშშ დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად გადასცა.
„სოფლის განვითარების სააგენტო იაპონიის თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მათ, ამჯერად, მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს, გადმოგვეცა თანამედროვე აპარატურა, რაც თაფლის გადამმუშავებელ კოოპერაციულ საწარმოში პროცესის სრულყოფილად წარმართვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელის, იუკიჰო ეჯირის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს თაფლის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოსათვის გადაცემული ტექნიკა ხელს შეუწყობს მეორე დონის კოოპერატივის განვითარებას.
„ვაგრძელებთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობას, იგეგმება ექსპერტების ვიზიტები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით ხელი შევუწყოთ სააგენტოს საქმიანობას”, – აღნიშნა იუკიჰო ეჯირიმ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. საწარმო აღიჭურვილია თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელია დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება.
თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურა კონკურსის შესით შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30% თანადაფინანსებით გადაეცემა.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში – ლაშა ხუციშვილი

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა …