საქსტატი სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ახალ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ახალ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება და „50 X 2030 ინიციატივის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
✅ ახალი პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერა, მასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) საბაზისო ინდიკატორების წარმოების ხელშეწყობა.
✅ პროექტის განხორციელებაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გარდა, მსოფლიო ბანკი (WB) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) მონაწილეობს.
✅ პროექტის ფარგლებში საქსტატის მიერ დაგეგმილია სპეციალური გამოკვლევის ჩატარება, რომლის საველე სამუშაოების განსახორციელებლად საქსტატს გადმოეცა საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და პლანშეტები.
✅ საქსტატის ჩართულობა „50X2030 ინიციატივაში“ 2025 წლამდე გაგრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება – ღარიბაშვილი

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, …