საქართველო-ტაჯიკეთს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

თბილისი (BPI) – საქართველო-ტაჯიკეთს შორის რეგულარული ავიარეისების დანიშვნაზე ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გააფორმეს.

მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს. 

მემორანდუმის შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ დანიშნონ ერთი ან მეტი ავიაკომპანია მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 …