საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია

რუსეთის მოქალაქეები მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის დატოვებას აგრძელებენ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია, – ინფორმაციას BBC-ი საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოძრაობა ძალიან შენელებულია და ზოგიერთი ადამიანი საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტია ელოდება.

ხალხის ნაკადი გაიზარდა რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული რუსების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ გაორმაგდა.

 

წყარო: interpressnews.ge

შემთხვევითი სიახლე

თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა …