საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს

დღეს, Expo 2020 Dubai ჭადრაკის დღეს აღნიშნავს და ქართველ დიდოსტატ მოჭადრაკეებს – ნონა გაფრინდაშვილს, ნანა იოსელიანს და სოფიო გვეტაძეს მასპინძლობს.
ქართველ ქალ დიდოსტატთა დღეს, „Expo 2020 Dubai“-ზე იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. ხოლო ათასობით სტუმართან, ქართველ ქალ დიდოსტატთა ღონისძიებას ფიდეს პრეზიდენტი ესწრება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაზე, საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. აქ ჩვენთან ერთად იმყოფება საქართველოს სამი დიდოსტატი მოჭადრაკე, რომლებიც პანელურ დისკუსიაში მონაწილეობენ, მათ ისაუბრეს ქალების როლზე და საკუთარ როლზე მსოფლიო ჭადრაკის ინდუსტრიაში. რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი აქტივობა, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განვითარების მაღალ ტემპს და ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებაზე, რაც ბუნებრივია დადებითად იმოქმედებს ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ჭადრაკის დღე „Expo 2020 Dubai“ პანელური დისკუსით გაიხსნა, სადაც ქართველი დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაში მათ მიერ შეტანილ წვლილსა და მიღწევებზე ისაუბრებეს.
ჭადრაკის დღის ფარგლებში, დაგეგმილია მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის. საღამო თეატრალიზირებული შოუთი დასრულდება, სადაც „Expo 2020 Dubai“-ის ცენტრალური სცენა „AL Wasl“ საჭადრაკო დაფად გარდაიქმნება და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი მორიგი ტრიუმფით წარდგება.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …