საქართველო ენერგეტიკის კვირეულს უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – ენერგეტიკის  საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მსოფლიოს 15 ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმს 28 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გახსნის.  მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.

საქართველოს ენერგეტიკის კვირეული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმია. მასში მონაწილეობას მიიღებენ  ისეთი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა Total Eren (საფრანგეთი), Acciona Energia (ესპანეთი), NBT AS (ნორვეგია), Çalık Enerji (თურქეთი), Masdar (UAE), Scatec Solar (ნორვეგია), Grupo Cobra (ესპანეთი) , GS E&C (კორეა) და სხვ.

კვირეულის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგოუსაფთხოების გაძლიერებისკენ მიღებული გადაწყვეტილებები, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები, ასევე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და მსხვილი საინვესტიციო პროექტები. გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ღონისძიების ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია „Invest In Network“, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში. კომპანია ეწევა ენერგეტიკის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს განვითარებადი ბაზრებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

ტრანსპორტში პირბადე სავალდებულოა, კონდიცირების სისტემის ჩართვა კი იკრძალება

თბილისი (BPI) – მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ასევე ტრანსპორტში აკრძალული იქნება …