საქართველო ევროკავშირის დახმარებით ტექსტილისა და ავეჯის კლასტერებს შექმნის

თბილისი (BPI) – ევროკავშირის დახმარებით საქართველო ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნას გეგმავს. საქართველოში ტექსტილისა და ავეჯის მწარმოებელი კლასტერების შექმნაზე კვლევის შედეგები ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს.

კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ საქართველოს აქვს ორივე სექტორის განვითარების დიდი პოტენციალი. ტექსტილის შემთხვევაში საუბარია უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების საწარმოების შექმნაზე, ავეჯის შემთხვევაში კი – მასიური ხის ავეჯის წარმოების სპეციალიზებაზე.

„ევროკავშირი გამოგვიყოფს საერთაშორისო დონის ექსპერტებს, რომლებიც გააერთიანებენ ქართველ მწარმოებლებს თითოეულ სექტორში, დაეხმარებიან მათ,  აამაღლონ წარმოების ეფექტურობა, შემოიტანონ ახალი ტექნოლოგიები წარმოებაში და რაც ყველაზე მთავარია, იპოვონ მყიდველები და აითვისონ ევროკავშირის ბაზარი. იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა უახლოეს ხანებში ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ – ს პრეზიდენტს შეხვდა

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ – …