საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით Employment Workshop იმართება

საქართველოში შვედეთის საელჩოს და შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 9 ივნისს  11:00 საათზე, სასტუმრო Marriott Tbilisi-ში იმართება ღონისძიება სახელწოდებით – Employment Workshop.

ღონისძიებას გახსნის შვედეთის ელჩი საქართველოში ბატონი ულრიკ ტიდესტრომი, ხოლო გამომსვლელები არიან შვედური კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში.

აღნიშნული ღონისძიების საშუალებით მოწვეულ სტუმრებს (მათ შორის შვედეთის უნივერსიტეტების ქართველ კურსდამთავრებულებს) შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ დასაქმების სფეროს ექსპერტებს, პოტენციურ დამსაქმებლებს და გაიცნონ საქართველოში არსებული შვედური კომპანიები.

შეხვედრის განმავლობაში მოწვეული სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში მოქმედი შვედური კომპანიების საქმიანობის და მათი შეთავაზებებისა შესახებ. ასევე, მიიღებენ რჩევებს და რეკომენდაციებს სფეროს ექსპერტებისგან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უნარების გამომუშავების, სამუშაოს ძიების, კარიერის დაგეგმვის შესახებ და ა.შ.

ახალგაზრდები გაეცნობიან ინფორმაციას ამ კომპანიებში აქტიური სტაჟირების, ვაკანსიებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრის განმავლობაში შესაძლებელია გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან  სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის შესაძლებელია განხილულ იყოს თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 

შემთხვევითი სიახლე

თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა …