საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია

თბილისი (BPI) – საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი მცირდება. 2019 წლის იანვარ-მაისში მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან 25,7 ათასი ტონით, 404,2 ათას ტონამდე შემცირდა.

ქვცეყანაში იმპორტირებულია 215,4 ათასი ტონა ბენზინის საწვავი (-6,8 ათასი ტონა), დიზელის საწვავის იმპორტმა – 188,8  ათასი ტონა (-32,5 ათასი ტონა) შეადგინა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-მაისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 146,4  ათასი ტონაანუ 68,0%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 65,7 ათასი ტონა ანუ 30,5%, A-98სუპერი მარკის  ბენზინი – 3,2 ათასი ტონა ანუ 1,5%.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 5 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა დადიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 136,0  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,6%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი – 101,6 ათასი ტონა (25,1%),  აზერბაიჯანი – 77,1 ათასი ტონა (19,1%),  ბულგარეთი  – 38,6 ათასი ტონა (9,5%), თურქმენეთი – 32,5 ათასი ტონა (8,0%); საბერძნეთი –  17,8 ათასი ტონა (4,4%) და სხვ.

როგიორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის კლება განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის კლებით. კერძოდ, მ/წლის 5 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32,5 ათასი ტონით შემცირდა.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …