საქართველოში მესამე კვარტალში 4 ათასამდე კონცენტრაცია განხორციელდა – კონკურენციის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების შეუტყობინებლობის გამოვლენის მიზნით, 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 30 სექტემბრის პერიოდში, რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების მიერ განხორციელებული კონცენტრაციები შეისწავლა.
⭕„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 3988 კონცენტრაცია. რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს 3987 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა. 1 შემთხვევა აკმაყოფილებდა აღნიშნულ კრიტერიუმს, თუმცა კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლისებში ექცევა.
📢2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრის პერიოდში, განახლებული “კონკურენციის შესახებ’’ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტომ სულ 16 552 კონცენტრაცია შეისწავლა.
🔺️აღნიშნულ პერიოდში, უწყებამ კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარმოუდგენლობის გამო საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ტექნიკით ვაჭრობა/მონტაჟის სფეროში მოქმედი ეკონომიკურ აგენტი 15 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. ამ საქმესთან დაკავშირებით ამჟამად საქმისწარმოება მიმდინარეობს.
🔺️ამავე პერიოდში, წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობებს შორის დაგეგმილ კონცენტრაციაზე გაიცა ნებართვა.
🟥ინფორმაციისთვის: კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა – მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …